კასპში იმყოფებოდა აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი. ვიზიტის დროს კომპანია
„TMT" მოინახულა.
ეს კომპანია, რომელიც 2006 წელს დაფუძნდა, კონსერვირებულ ხილსა და
ბოსტნეულს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის აწარმოებს, მათ
შორის - ევროკავშირის ქვეყნებისა და შეერთებული შტატებისთვის.
აშშ-ის საელჩომ „TMT"-ს მხარი დაუჭირა USAID-ის სოფლის მეურნეობის
პროგრამის ფარგლებში.
აღნიშნული დახმარებით კომპანიამ შეძლო ახალი დანადგარების ყიდვა,
საწარმოს განახლება და მარკეტინგული მხარდაჭერის მიღება. ასევე,
აშშ-ის მთავრობის დახმარებით „TMT"-მ ახალი ბაზრები აითვისა, მათ
შორის - გერმანიაში, შეერთებულ შტატებსა და ლატვიაში.
საწარმოში ვიზიტისას ელჩმა დეგნანმა „TMT"-ს წარმატება მიულოცა და
ხაზგასმით აღნიშნა მისი მსგავსი კომპანიების მნიშვნელობა საქართველოს,
როგორც საერთაშორისო ბრენდის, განვითარებაში.
2019 წლიდან USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა საქართველოში 77
კომპანიას დაეხმარა და შეიქმნა 1067 სრულგანაკვეთიანი სამუშაო ადგილი.
აღნიშნული კომპანიების გაყიდვებმა $9.1 მილიონი შეადგინა, რომლიდანაც
$4.7 მილიონი ექსპორტზე გაყიდული პროდუქციის წილია.