ხაშურის მერიამ გასული 1 წლის განმავლობაში მშენებლობის 110 ნებართვა
გასცა, აქედან, საცხოვრებელ სახლებზე - 43, კომერციულ ობიექტებზე -
9;
8 ნებართვა ეხება სასტუმროს მშენებლობას, საიდანაც 7 კოტეჯების
კომპლექსს წარმოადგენს.
ხაშურის საკრებულოს სივრცითი მოწყობის კომისიის ცნობით,
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იგეგმება რკინის კონსტრუქციების
დამამზადებელი საწარმოს მშენებლობაც.
ასევე მოითხოვეს 1 ფერმისა და 1 სკოლის აშენება.
რაც შეეხება დანარჩენ ნებართვებს, მასში შედის: ძველი შენობის
დემონტაჟი - 13; რეკონსტრუქცია - 15; დამხმარე სათავსო - 2; ღობე - 3;
ავტოფარეხი - 2; ავტოსამრეცხაო - 9 და ა.შ.
როგორც კომისია იტყობინება,
მოცულობით ყველაზე დიდი
ობიექტებია:
4 სასტუმრო - მათგან 3 კოტეჯების კომპლექსი. დამატებით მიმდინარეობს
ხუთსართულიანი სასტუმროს მშენებლობის სანებართვო დოკუმენტაციის
მომზადება.
მოცულობით ყველაზე დიდ ობიექტებში შედის ასევე,:1 სავაჭრო ობიექტი; 1
- რკინის კონსტრუქციების საწარმო; 4 მრავალბინიანი ოთხსართულიანი
შენობა
ირკვევა, რომ რკინის კონსტრუქციების საწარმოს ააშენებს შპს
,,ჰუნანი''; მრავალფუნქციურ დასასვენებელ კომპლექსს შპს
,,ივერია'';
სურამში კოტეჯების სასტუმროს აშენებას გეგმავს შპს ,,ოუკლენდი''