ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 232 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 653 692-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აპრილის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.14%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
1.32% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.20%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 117 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 591-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 794 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 232 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა,
აჭარა - 13,
იმერეთი - 39,
ქვემო ქართლი - 7,
შიდა ქართლი - 14,
გურია - 10,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 11,
კახეთი - 9,
მცხეთა-მთიანეთი -4,
სამცხე-ჯავახეთი - 5,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 281 საიდანაც,
337 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 189, აჭარაში - 13, იმერეთში - 81. ამ ეტაპზე
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 71 პირი, მათ შორის, თბილისში -
47, აჭარაში - 7, იმერეთში - 6. 1 944 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს
გადის საცხოვრებელ ბინაზე.