დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო კანდიდატი ალან გაგლოევი
მოქალაქეებს პირდება, რომ ისინი არ იცხოვრებენ რუსი გადამხდელების
ხარჯზე.
⠀
ამის შესახებ რია ნოვოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
⠀
"ეკონომიკა უნდა გაიზარდოს, რადგან უკიდურესად არაკეთილსინდისიერია,
იცხოვრო მთლიანად რუსი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე და, უფრო
მეტიც, კორუფციული სქემების შემუშავება ამ თანხების გასატანად", -
თქვა მან.
⠀
გაგლოევის თქმით, "ასე იყო აქამდე, მაგრამ აღარ განმეორდება".
⠀
"მე და ჩემი გუნდი ამას მტკიცედ გპირდებით. ჩვენი ისტორიის ეს
სამარცხვინო გვერდი უნდა დაიხუროს", - განაცხადა გაგლოევმა.
ალან გაგლოევმა პირველ ტურში მოქმედი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი
დაამარცხა. მეორე ტური 28 აპრილს იმართება. სხვა ოპოზიციონერი
კანდიდატები მას უჭერენ მხარს.