გორში მე-5 სკოლის მოსწავლეებს გადაადგილებაში პროფილაქტიკის
ავტომანქანები უშლის ხელს.
ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' სხდომაზე იმსჯელეს. საკითხი
მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც დეპუტატობის კანდიდატები
წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობას ხვდებოდნენ.
ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს საკრებულოს წევრს მარლენ ნადირაძეს
უთხრეს, რომ მოსახლეობა პროფილაქტიკის მანქანებით შეწუხებულია.
,,შევხვდი ყიფიანის ქუჩაზე მოსახლეობას, დაახლოებით 10-12 ადამიანს.
განაცხადეს, რომ პრობლემას წარმოადგენს აღნიშნულ ქუჩაზე პროფილაქტიკის
მანქანები. საკითხი შესასწავლად გადავეცით მერიას'' - განაცხადა
მარლენ ნადირაძემ ფრაქციის სხდომაზე.
დღეს ყიფინიანის ქუჩიდან მეხუთე სკოლის მიმართულებით გზა კვლავაც
პროფილაქტიკის მანქანებითაა სავსე:
,,რა უნდა შეცვლილიყო? ავტოპროფილაქტიკა ისევაა, მაგისი დანიშნულება
ეგაა, რომ მანქანები გააკეთოს. გზა ფართოა, როგორც ვიცი, ხელი
ეშლებათ, რა გავაკეთოთ. არ ვიცი" - გვითხრა გორის რესურსცენტრის
ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.