ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 223 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 653 915.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აპრილის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.87%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
1.26% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.16%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 399 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 990.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 794 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 223 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 114 შემთხვევა, აჭარა - 7, იმერეთი - 26, ქვემო
ქართლი - 10, შიდა ქართლი - 16, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი
- 8, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი -11, სამცხე-ჯავახეთი - 3,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 105 საიდანაც,
341 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 187, აჭარაში - 12, იმერეთში - 83. ამ ეტაპზე
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 76 პირი, მათ შორის, თბილისში -
50, აჭარაში - 6, იმერეთში - 9. 1 764 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს
გადის საცხოვრებელ ბინაზე.