დღეს გორის თეატრის ეზოში გაიმართა აქცია - ,,1 ვაშლი მარტყოფის
ახალგაზრდული ცენტრისთვის''.
ორგანიზატორი იყო გორის ახალგაზრდული ცენტრი.
ორგანიზაციის დამფუძნებლის, რეზო კერესელიძის თქმით, თითო ცალი ვაშლი
სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გაყიდეს.
შეგროვებული თანხა კი გადაირიცხება მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრის
ანგარიშზე.