ზნაურის რაიონის სოფელ თერეგვანის სიახლოვეს ავარია მოხდა
მსუბუქი ავტომანქანა ხიდიდან გადავარდა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევა შუაღამეს
მოხდა
გადავარდნილი მანქანა დილის საათებში ადგილობრივებმა ნახეს.
გამოიძახეს სამედიცინო დახმარება.
ექიმების განცზადებით, 36 წლის ასაკის მძღოლის სიცოცხლეს საფრთხე არ
ემუქრება.