ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე დიდი ლიახვი ადიდდა და ნაპირებიდან
გადმოვიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია
ავრცელებს.
ჯავის რაიონის ახალი გამგებლის, ვანდა თიბილოვის განცხადებით,
შეწყვეტილია კავშირი რამდენიმე სოფელთან, რადგან დაზიანდა ხიდი.
კერძოდ, რაიონულ ცენტრს მოსწყდა სოფლები: ზღუდერი და
ბეჟანანთუბანი.
თიბილოვის განმარტებით, სპეციალისტები სამუშაოს დაწყებას მხოლოდ
ამინდის პირობების გაუმჯობესების შემდეგ შეძლებენ.