უხვი ნალექის შედეგად 26 ივნისს მდინარე მეჯუდაც ადიდდა. გზის გარეშე
დარჩა ცხინვალსა და წინაგარას შორის დამაკავშირებელი გზა.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, გზის აღდგენას
მინიმუმ 2 დღე დასჭირდება. ადიდებულმა მდინარემ სავალი გზა მთლიანად
გაანადგურა.
წინაგარა და ორჭოსანი გამყოფ ხაზთან მდებარეობს. ცხინვალთან
დამაკავშირებელი მათი გზა სოფელ ღრომის გავლით გადის. წინაგარა და
ორჭოსანი ავტობანიდან სულ რაღაც 5 კმ-ში მდებარეობს.