დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით,
შესაძლოა, 1-10 ივლისს გამშვები პუნქტები გაიხსნას.
ამის შესახებ ახალგორის რაიონის მოსახლეობას ინფორმაცია
არაოფიციალურად აცნობეს.
როგორც ცნობილია, გამშვები პუნქტები 2022 წლის 10-17 ივნისსაც
გაიხსნა. ამ გადაწყვეტილებას დე-ფაქტო რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის,
ალან გაგლოევის პოლიტიკას უკავშირებენ.
ალან გაგლოევი მოსახლეობას, განსაკუთრებით, ახალგორელებს დაპირდა, რომ
2-წლიანი პაუზის შემდეგ, ეს პრობლემა მოგვარდებოდა. ამიტომაც,
ახალგორელების უმრავლესობამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მხარი
ალან გაგლოევს დაუჭირა.
გამშვები პუნქტები გაიხსნება პერევის მიმართულებითაც. ის დე-ფაქტო
სამხრეთ ოსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ჩაკეტა
წნელისის საგუშაგოს გამო.
ფოტოზე: გამშვები პუნქტი,
მოსაბრუნი, 2022 წლის ივნისი