დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში მდინარე ფაწამ ერთი ადამიანი გაიტაცა. ამის
შესახებ ინფორმაციას სააგენტო რესი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაკარგულია სოფელ ყემელთას მკვიდრი - 19 წლის ბიჭი.
ყემელთა ჯავიდან 12 კმ დაშორებით მდებარეობს.
ამ სოფელში ერთმანეთს უერთდება მდინარეები - ფაწა და ქეშელთა. შემდეგ
კი მდინარე ლიახვში ჩაედინება.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, დაკარგულ მამაკაცს ეძებენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
სოფელი ზღვის დონიდან 1600 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
გაგრძელება:
ჯავის რაიონში
მდინარეში დაკარგული 19-წლის ბიჭის ცხედარი
იპოვეს