ახალი ამბები
გორში ქალს თანხა გადასახურდავებელ სალაროსთან გასტაცეს
18:32 / 07.07.2022
გორში ქალს ხელიდან თანხა გასტაცეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
თანხის გადახურდავების შემდეგ უცნობი პირი ქალს მიუახლოვდა და ფული გასტაცა.
წინასწარი ინფორმაციით, პიროვნება, ვინც თანხა გაიტაცა, იდენტიფიცირებულია.