ახალი ამბები
გორში გარემოვაჭრეები გარევაჭრობის აღდგენას ითხოვენ
გორში გარემოვაჭრეები მერიაში მივიდნენ. ისინი გარევაჭრობის აღდგენასა და მერთად შეხვედრას ითხოვენ.

ვიდრე მერიაში გაემგზავრებოდნენ, აქცია გურამიშვილის ქუჩაზე გამართეს. პირდაპირი ეთერის დროს, ერთ-ერთი გარემოვაჭრე ცუდად გახდა და ძირს დაეცა

მის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

მათი მოთხოვნაა, რომ გორის ქუჩებში გარევაჭრობა აღდგეს.

ორი დღის წინ, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა დახლების დემონტაჟი მოახდინეს.
Print