ცხინვალი-ჯავის გზაზე ავარია მოხდა. დაიღუპა 31 წლის მამაკაცი.
მამასთან ერთად მგზავრობდა 6 წლის ასაკის ბავშვი, რომელიც
საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს
საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა სოფელ გუფთასთან დაახლოებით 9:00 საათზე მოხდა.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ავტომობილი გზის სავალი
ნაწილიდან გადავიდა და ელექტროგადამცემი ხაზის ბოძს შეეჯახა.
მძღოლი ადგილზე დაიღუპა.