ჯავის რაიონში წყალდიდობის დროს დაზიანებული გზების აღდგენა კვლავაც
გრძელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, ერთი თვის წინ დაწყებული სამუშაოები ჯერ არ
დამთავრებულა.
ამჟამად ტექნიკა მუშაობს ქეშელთის ხეობისკენ მიმავალი გზისა და ხიდის
შეკეთებაზე.
⠀
"ჯავის რაიონის საბინაო და კომუნალური სამსახურების წარმომადგენლებმა
აღადგინეს გზები სოფლების ბუზალას, მაშხარას, ბორკოტასა და
დუოდონასტოს მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.
⠀
"სამუშაოები მიმდინარეობს ქეშელთან მდებარე სოფლების – წამადისა და
თხელისკენ მიმავალ გზაზე. მას შემდეგ, რაც საგზაო სამუშაოების
დასრულდება, ამ გზაზე ხიდის აღდგენა დაიწყება", - დასძინეს
ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, სტიქია საქართველოში 2022 წლის ივნისის ბოლოს მოხდა.
ადიდებულმა მდინარემ ჯავის რაიონში 19 წლის ბიჭი გაიტაცა. ცხედარი
მდინარე ლიახვში იპოვეს.