გორის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მიმდინარეობს საინფორმაციო
კამპანია ახალგაზრდების დასაქმების შესახებ.
სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები კამპანიის
მონაწილეებს აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას
წარმოადგენს მობილური ახალგაზრდული საქმიანობა.
,,ეს ძირითადად ხორციელდება იქ , სადაც ახალგაზრდული სერვისები და
ინფრასტრუქტურა არაა განვითარებული" - აღნიშნეს შეხვედრაზე.
შეხვედრას ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებიც
ესწრებიან.
პროექტს ახორციელებს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო", ორგანიზაცია
,,გადავარჩინოთ ბავშვები"; ,,კონრად ადენაუერის ფონდი" და საქართველოს
ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია.
პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.