გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის სიახლოვეს, მდინარე ტანას ხეობაში
ცეცხლი გაჩნდა.
ამის ამსახველი ვიდეო მოქალაქემ გადაიღო. ვიდეოს მიხედვით, ხანძარი იმ
ადგილზე იყო, რომელიც საპიკნიკე ადგილს წარმოადგენს.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო-სიტუაციების მართვის სამსახურის
თანამშრომლები გამოცხადდნენ. ასევე ატენის წარმომადგენელი.
ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია დროულად მოხერხდა. ტერიტორია გორის
მუნიციპალიტეტის მერიის ტურისტულ ადგილს, საპიკნიკე ადგილს -
,,გზამკვლევს'' წარმოადგენს.