ახალი ამბები
გორში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
18:37 / 28.08.2022
გორში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევა სადგურის დასახლებაში შუადღეს მოხდა. დაიწვა მეორე სართული.
როგორც საგანგებო-სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, პირველი სართულის გადარჩენა შეძლეს.
მიმდინარეობს მოკვლევა.