100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს გორის მერიისგან 500-ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ
2022 წლის ეროვნულ გამოცდებში 100 %-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს
გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან 500-ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, აღნიშნული ჯილდო 39-მა
ახალგაზრდამ მიიღო.
წარმატებულ სტუდენტებთან შეხვედრა გორის ტურისტულ ცენტრში გაიმართა.
ღონისძიებას გორის მერი, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის,
საკრებულოს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.
ახალგაზრდების წახალისების მიზნით, 100 %-იანი გრანტის მქონე
სტუდენტების დაჯილდოების პროგრამას გორის მუნიციპალიტეტის მერია უკვე
რამდენიმე წელია ახორციელებს.