ხაშურის მუზეუმში დღეს გამოფინეს ფოტო, სადაც სავარაუდოდ ნიკო
ფიროსმანია აღბეჭდილი.
ფოტო მუზეუმს ერთ-ერთმა ოჯახმა მიაწოდა, რომელიც გადაღებულია ხაშურში,
რკინიგზელებს მიერ.
ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.
ნიკო ფიროსმანი 1890-1894 წლებში, ამიერკავკასიის რკინიგზაზე
კონდუქტორად (გამცილებლად) მუშაობდა.
ცნობისათვის, დღეს ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საკონფერენციო
დარბაზში, გაიხსნა გამოფენა: "რკინიგზა ხაშურში - 150"
მუზეუმის თანამშრომლებმა რკინიგზასთან დაკავშირებული ფოტო-მასალა და
დოკუმენტები წარმოადგინეს.
გამოფენის ორგანიზატორების თქმით, "რკინიგზა ხაშურში-150", ხაშურის
მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, დიდხანს დარჩება და გარკვეულ
საგანმანათლებლო პროგრამებსაც მოიცავს.