ახალგორელებისთვის გზის გახსნა 2022 წლის 20 დეკემბრიდან 2023 წლის 7
იანვრის ჩათვლით იგეგმება.
ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლები საუბრობენ.
მათი თქმით, ე.წ. ლენინგორის რაიონის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა
ინფორმაცია ხალხში უკვე გაავრცელეს.
დღევანდელი მდგომარეობით, ახალგორი-თბილისის გზა 20 ნოემბრიდანაა
გახსნილი და 30 ნოემბერს დაიკეტება.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალან გაგლოევის გადაწყვეტილებით,
გზა ყოველი თვის ბოლოს, 10 დღით იხსნება.
იგი ამომრჩევლებს, განსაკუთრებით, ახალგორელებს პირდებოდა, რომ
არჩევის შემთხვევაში, გამშვებ პუნქტებს გახსნიდა.