გორი-ხიდისთავს შორის მდებარე საპოლიციო საგუშაგოზე პოლიციელებს ხის
ქოხი დაუნგრიეს.
ეს იმ საღამოს მოხდა, როდესაც ჩვენს ვებ-გვერდზე საპოლიციო საგუშაგოს
ამსახველი ფოტომასალა გამოქვეყნდა.
ფოტომასალაში ასახული იყო, თუ რა მდგომარეობაში მუშაობდნენ
პოლიციელები ამ საგუშაგოზე. მათი მანქანის საბურავებზე ქვები იყო
დაწყობილი, რომ მანქანა არ დაგორებულიყო; ასევე, მანქანის საბარგულში
ქვაბი იდგა, საიდანაც პოლიციელები საკვებს იღებდნენ.
ხოლო ამავე პოლიციელებმა საკუთარი სახსრებით ქოხი აიშენეს, სადაც
წვიმის დროს აფარებდნენ თავს.
წელიწადზე მეტია ხე-ტყის მცველი პოლიციელები ასეთ არადამიანურ
პირობებში მუშაობენ.
თითო ცვლა დღედაღამე მუშაობს, მათთვის კი მხოლოდ ერთი სკამი და პატარა
მაგიდაა გამოყოფილი.
qartli.ge არკვევს, თუ ვისი ბრძანებით მოქმედებს საგუშაგო; რა
შედეგები აქვს ხე-ტყესთან ბრძოლაში.