2022 წლის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი
ხაზი 2512-ჯერ გააქტიურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მისიის პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, გამყოფი ხაზის სიახლოვეს და ამავე დროს ორივე
მხარეს მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის 220 თანამშრომელი
მუშაობს.
განხორიცხიელდა 4533 პატრულირება. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა
და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPღM) 6 შეხვედრა გაიმართა.
,,2022 წელი იყო კიდევ ერთი რთული, დატვირთული წელი. ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისია აგრძელებდა პატრულირებას 24 საათის
განმავლობაში, კვირაში 7 დღე, წელიწადში 365 დღე სტაბილურობის
უზრუნველსაყოფად და მშვიდობის ხელშეწყობისთვის. ჩვენი ძალისხმევა
გაგრძელდება 2023 წელს და მის შემდგომ'' - აღნიშნულია მისიის
განცხადებაში.