გორში, ხანდაზმულთა სახლს ,,შენი თბილი კერა'' ესტუმრა მაჟორიტარი
დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი.
როგორც მან სოციალურ ქსელში განაცხადა, მოინახულა როგორც გორის, ასევე
კასპში მდებარე დაწესებულებაც.
ხანდაზმულებს შობა-ახალი წელი საახალწლო ნობათით მიულოცა.
წინასაახალწლოდ ხანდაზმულთა სახლი მოინახულეს გორის მერვე სკოლის
მოსწავლეებმაც. ხოლო გორის მერიამ საახალწლო ვახშამი გამართა.