გორის თეატრი საახალწლო პრემიერაზე ეპატიჟება.
3 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით ,,ფიფქია და 7 ჯუჯის'' თანამედროვე
პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი.
ფიფქიას, რომელიც დედინაცვალმა გააგდო სახლიდან, ემიგრაციაში
მომვლელებს შორის ეძებენ. პრინცი და ფერიები ჯერ საბერძნეთში, შემდეგ
იტალიაში გადავლენ. იქ კვარაცხელიას ფანებსაც გადაეყრებიან; ამერიკაში
მექსიკის გავლით გადაიპარებიან, სადაც დააკავებენ კიდეც.
საბოლოოდ, ფიფქია ხაშურის შემოვლით გზაზე მომუშავე 7 მუშის სახლის
მომვლელი აღმოჩნდება.
,,ამას მთავრობა არ უყურებს? რაც წარმოადგინეს, ყველაფერი რეალობაა და
ცხოვრებაში რეალურად ხდება?'' - ამბობდნენ ბავშვების მშობლები.
ყველასათვის საყვარელი ზღაპრი "ფიფქია და შვიდი ჯუჯა", ძმები გრიმების
პიესის მიხედვით, რეჟისორმა ალექსანდრე ელოშვილმა დადგა. სპექტაკლი
ორი მოქმედებიანია, გასართობ-შემეცნებითი ანტრაქტით. პატარებისთვის
ასევე მოწყობილია დამატებითი სივრცეები ზღაპრის გმირებთან და თოვლის
ბაბუასთან შესახვედრად.