კასპის მერია ამტკიცებს, რომ კავთისხევში ნაგვის ურნები განზრახ დაწვეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში 3 ურნა დაიწვა.
ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით,
ნარჩენები მოქალაქეებმა დაწვეს.
,,ეს არ არის პირველი შემთხვევა არამარტო წვავენ - აზიანებენ,
ამტვრევენ და ხსნიან სახურავს. სახურავ მოცლილ ურნიდან კი ცხოველები
ნარჩენს იღებენ და გარემოს ანაგვიანებენ.'' - აღნიშნულია მერიის
განცხადებაში.
პრეს-სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მერიამ ორი თვის წინ
200 ცალი ახალი ურნა შეიძინა.