,,გორში კორპუსში მეხუთე სართულზე მაქვს ბინა. იქ რომ მეცხოვრა, ახლა
ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. აქ ვარ ჩემთვინ, ვუვლი საქონელს'' - ამბობს
82-წლის დავით ქოქოშვილი, სოფელ იმერლიანთკარიდან.
,,შარშან მოზვერი უნდა გაგვეყიდა. სამი კაცი იყო ამოსული. ერთს თოკით
ეჭირა უკვე. წავიდა, წავიდა ეს დეკეული და მივიდა ზაურასთან,
მიშველეო. აღარ წაიყვანეს ის მოზვერი'' - იხსენებს დავით ქოქოშვილის
მეუღლე - მარო.
დავით (ზაურ) ქოქოშვილი წარმოშობით სოფელ დიდი ყელეთიდანაა. 1990-იან
წლებში სახლი მშობლიურ სოფელთან ახლოს, იმერლიანთკარში იყიდა.