წრომის სკვერში დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.
ამის შესახებ ინფორმაცია ხაშურის საკრებულომ გაავრცელა.
განცხადების მიხედვით, პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის
ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან განხორციელდება.
წრომში გასულ წელს ტრენაჟორები დადგეს, წელს კი დასასვენებელი სივრცის
მოწყობა იგეგმება.
ამ სკვერში დგას სტალინის ბიუსტი.
საჯარო რეესტრის რუკის მონაცემებით, სტალინის ძეგლი დგას სახელმწიფო
ტერიტორიაზე.