ახალი ამბები
მოსწავლის ცემის ფაქტზე ფლავის საჯარო სკოლის პედაგოგის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს
გორის პოლიციაში მოსწავლის ცემის ფაქტზე ფლავის საჯარო სკოლის პედაგოგის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს.

ამის შესახებ წერილობითი დოკუმენტაცია, თანდართული ვიდეოს სახით, საჯარო სკოლის სადისციპლინო კომისიამ სამართალდამცველებს გადაუგზავნა.

სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორმა პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლა.

ვიდეომასალაში, რომელიც ტვ მონიტორინგმა გაავრცელა, ჩანს, თუ როგორ სცემს პედაგოგი მოსწავლეს. სკოლის ადმინისტრაციამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

 

Print