შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის
მუნიციპალიტეტში ერთი პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულის - 1987 წელს დაბადებული, წარსულში
ნასამართლევი ლ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად
ამოიღეს მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 5 ვაზნა,
ხოლო მხილებული პირის - 1959 წელს დაბადებული მ.ი.-ს საცხოვრებელი
სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.