ძამის ხეობის გზაზე ავარიას სასულიერო პირი ემსხვერპლა.
დაღუპულია მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის, წმ. ილარიონ ქართველის
სახელობის მამათა მონასტრის წევრი მორჩილი ნიკოლოზი(ავალიანი).
ფაქტის შესახებ ინფორმაცია ამავე ეპარქიამ გაავრცელა.
ავარია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერის ადმინისტრაციულ
ერთეულის ტერიტორიაზე მოხდა. სოფლის წარმომადგენლის თქმით, ზუსტად არ
იცის, რა ადგილზე მოხდა ავარია.