გორის მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლაში (67-დან) დირექტორების
არჩევნები არ ჩატარდა.
აღნიშნული სკოლებს კვლავ ხელმზღვანელობენ დირექტორების მოვალეობის
შემსრულებლები.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა
ტერმაკოზაშვილის ცნობით, კანდიდატები არ იყო წარდგენილი: არბოს,
ახრისის, ბეთლემის, ბერშუეთის, ერგნეთის, კირბალის, პატარა
მეჯვრისხევის, ტირძნისის, ტყვიავის, ქვემო ნიქოზის ქიწნისისა და
ხურვალეთის საჯარო სკოლებში.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის ჩატარდება დირექტორების არჩევნები აღნიშნულ
სკოლებში.