ახალი ამბები
,,ჩვენ ვზრუნავთ'' - გორის მე-11 სკოლის მოსწავლეების პროექტი მიუსაფარი ცხოველებისთვის
გორის მე-11 სკოლის მოსწავლეებმა მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლები დაამზადეს, სადაც ცხოველებს საკვებიც დაახვედრეს.

როგორც სკოლის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, სახლები დაიდგა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და კიდევ რამდენიმე უბანში, სადაც განსაკუთრებით ბევრი მიუსაფარია.

პროექტში მონაწილეობდნენ:

სარა რაზმაძე
ლუკა ბატატაშვილი
მარიამ ლიჩელი
გიორგი სადაღაშვილი
ლიკა საათაშვილი
ნინი ურიგაშვილი
მარიამ ბერიანიძე
ნინი მინასიანი
თამო ელისაშვილი
გიორგი აკოფიანი
ლიზი გიგოლაშვილი
ნიკოლოზ კარელიძე
ზურაბ ბეროზაშვილი
გიროგი კუსრაევი
გიორგი ხანიკაშვილი
დათო მეტრეველი
დაჩი ბასილიძე
გიორგი ღვინაძე

პროექტის მომზადებაში მოსწავლეებს ისტორია/სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლიკა მელთაური დაეხმარა.

,,როგორც მოგეხსენებათ, მიუსაფარი ცხოველები დიდი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო... განსაკუთრებით გაუსაძლისი ხდება მათი ყოფა ზამთარში - შიმშილს სიცივეც ემატება. არადა, არიან... რა ქნან?! შექმნა განგებამ ისევე, როგორც ჩვენ, ადამიანები. შიათ, სწყურიათ, სცივათ...'' - აღნიშნულია ცნობაში.

სწორედ ამიტომ გაჩნდა იდეა, უპატრონო ცხოველების დახმარებისა. სკოლის მოსწავლეებმა - ეკოკლუბ "ევრიკას" ( ევრიკა- სამოქალაქო განათლების კლუბი, სსიპ ქ. გორის N11 საჯარო სკოლა ) წევრებმა - შექმნეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მიუსაფარი ცუგების სახლებითა და საკვებით უზრუნველყოფას. პროექტის განხორციელებაში, უდიდესი წვლილი მშობლებმა შეიტანეს.

 

Print