ახალი ამბები
ზარდიანთკარში 28 სახლის რეაბილიტაციის პროექტი თითქმის დასრულებულია - აცხადებენ გორის მერიაში
გორის მერი ზარდიაანთკარში მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იმართება.

ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ზარდიაანთკარში შეხვედრას შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანიც ესწრებოდა.

შეხვედრაზე იმ პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრეს, რომელიც ზარდიაანთკარში გასულ წელს დაიწყო.

,,2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის შედეგად დაზიანებული 28 სახლის რეაბილიტაციის პროექტი თითქმის დასრულებულია. პროექტის შედეგად ადგილობრივები რეაბილიტირებულ, გაუმჯობესებულ პირობებში აგრძელებენ ცხოვრებას. ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის დახმარებით განხორციელდა.'' - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.


Print