ახალი ამბები
6-თვიანი პატიმრობის შემდეგ ცხინვალის ციხიდან ქარელელი მამაკაცი გაათავისუფლეს
6-თვიანი პატიმრობის შემდეგ ცხინვალის ციხიდან ქარელელი მამაკაცი გაათავისულეს.

პეტრე კალაშნიკოვი ახალგორის რაიონში 2023წლის 14 სექტემბერს დააკავეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ მას 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომლის აღსრულების შემდეგ, ,,რესპუბლიკიდან გაძევდა''

სააგენტო რესის ცნობით, კალაშნიკოვმა ახალგორის რაიონში ე.წ. საზღვარი განგებ გადაკვეთა.

2001 წელს დაბადებული მამაკაცი საქართველოს ხელისუფლებას ერგნეთში გადასცეს.
Print