ახალი ამბები
მეწყერი ბაღდათში - დაღუპულია ცხრა ადამიანი. წლებია გეოლოგების დასკვნაში წერია, რომ სოფელი ნარგეეთი საშიში ზონაა
7 თებერვალს, დაახლოებით ღამის 01.30 საათზე, მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. მიწის მასაში მოჰყვა ოთხი საცხოვრებელი სახლი.

7 თებერვალს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, კინოლოგებისა და ტექნიკის დახმარებით მთელი დღის განმავლობაში ეძებდა მეწყერში მოყოლილებს. დღის ბოლოსთვის მიწის მასიდან ცხრა ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. მეწყერში მოყოლილთა შორის სამი არასრულწლოვანია.

მეწყერი მოსალოდნელი იყო?


ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი ნერგეეთი დიდი ხანია იმ სოფლების ნუსხაშია, რომლებიც მეწყერსაშიშად ითვლება.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტს მომზადებული აქვს ბიულეტენი, რომელიც მოიცავს საქართველოში 2022 წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების შედეგებს და 2023 წლის პროგნოზებს. ამ დოკუმენტში ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყრული პროცესების გააქტიურება პროგნოზირებული იყო, ისევე როგორც პროგნოზირებული იყო შოვის მეწყრული პროცესებიც.

ვრცლად ჯემნიუსზე
Print