ახალი ამბები
ტაშისკარის სიახლოვეს ღელეში მიწის მასა ჩამოიშალა
სურამისა და ქვიშხეთის გარდა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, მეწყრული პროცესები ტაშისკრის სიახლოვესაც განვითარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უხვი ნალექის შემდეგ, ჩამოიშალა მიწის მასა და ხეები. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებიც.

მომზადდება შესაბამისი დასკვნა.
Print