ახალი ამბები
გორში ჩოგბურთის მოედნის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში კომპანია ,,ავარდს'' დისკვალიფიკაცია მისცეს
გორში ჩოგბურთის მოედნის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში კომპანია ,,ავარდს'' დისკვალიფიკაცია მისცეს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ 2024 წლის 10 აპრილს მიიღო.

გადაწყვეტილების მიხედვით, ,,ავარდს'' არ ჰყავს შესაბამისი სპეციალისტი. მაგალითად, კომპანიის მიერ წარდგენილ სპეციალისტს გააჩნია ხიდების და სატრანსპორტო გვირაბების ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია, თუმცა მერიამ დაიწუნა.

ეს ეს კომპანიაა, რომელმაც 2021-2024 წლებში გორის ახალბაღის ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარა და თითქმის 9 მლნ ლარი მიიღო.

გორის მერია ამჯერად იწვევს კომპანია ,,ბიელს'' - ქუთაისში რეგისტრირებულ კომპანიას. შესყიდვების მონიტორინგის ცნობით, ,,ბიელს'' მიღებული აქვს მონაწილეობა 72 ტენდერში, სადაც მოიგო ტენდერების მხოლოდ 37%. ჯამში მიღებული აქვს 29,8 მლნ ლარი.

რაც შეეხება ,,ავარდს'', გორის მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, შპს ,,AWARD”-ის მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკი არ შეესაბამება სატენდერო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს:

,,კერძოდ წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკში არ არის მითითებული სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო დრო (დღე), ასევე გეგმა გრაფიკის II თვეში ასათვისებელი თანხის საორიენტაციო რაოდენობა განსახორციელებელი სამუშაოების მიხედვით უნდა იყოს 30-40%, ხოლო პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ გეგმა გრაფიკში არის 20.69%. ასევე წარმოდგენილი სპეციალისტის გიორგი თოდაძის კვალიფიკაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, პრეტენდენტს უნდა ყავდეს სამოქალაქო მშენებლობის სფეროში საინჟინრო განათლების მქონე სპეციალისტი, ხოლო პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ სპეციალისტს გააჩნია ხიდების და სატრანსპორტო გვირაბების ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია.

სატენდერო კომისიის წინაშე დადგა საკითხი შპს ,,AWARD”-ის დისკვალიფიკაციის შესახებ. აღნიშნულ საკითხს სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა.

რამდენად ეთანხმება კომპანია მერიის გადაწყვეტილებას ჯერ უცნობია. მას შეუძლია გადაწყვეტილების გასაჩივრება.

ცნობისათვის, კომბინატის დასახლებაში მდებარე ობიექტისთვის 960 000 ლარია გათვალისწინებული
Print