გორის მერიაში ადასტურებენ, რომ მერის მოვალეობის შესრულებას კოტე
ბუზალაძე შეუდგა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოტე ბუზალაძე,
სუს-ის უფროსის, ანრი ოხანაშვილის მეჯვარეა.
მერიაში დაგვიდასტურეს, რომ თავდაპირველად, გადადგა სიმონ გულედანი.
ის ასრულებდა მერის მოვალეობას, როგორც პირველი მოადგილე. სიმონ
გულედანის გადადგომის შემდეგ ვაკნტური გახდა პირველი მოადგილის პოსტი.
ამიტომ მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდა თამაზ შიოშვილი, როგორც
ერთ-ერთი მოადგილე.
თამაზ შიოშვილმა, როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელმა, პირველ
მოადგილედ დანიშნა კოტე ბუზალაძე.
მას შემდეგ კი რაც კოტე ბუზალაძე პირველ მოადგილედ დაინიშნა,
ავტომატურად გახდა მერის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო თამაზ
შიოშვილი ავტომატურად დაუბრუნდა საწყის პოზიციას - მოადგილის პოსტს.