შიდა ქართლში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უკვე 23 სოფელი დაიფარა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით სოფლების შესახებ სრულ ინფორმაციას
,,გურიანიუსი"
ავრცელებს.
რაც შეეხება შიდა ქართლის რეგიონის სოფლებს, სადენები შემდეგ
დასახლებულ პუნქტებში გადის:
გორი - არხისი, განთიადი, პატარა ათენი, ბერბუკი, ხელთუანი, ქვემო
რეკა, თორთიზა, ზემო რეხა, კარალეთი, პატარა გარეჯვარი. პატარა
მეჯვრისხევი, უფლისციხე, ქვემო ახალსოფელი;
ქარელი - ბრეთი, წვერი, კეხიჯვარი, ქვემო ხვედურეთი, ზემო
ხვედურეთი;
კასპი - კავთისხევი, ქვემო ჩორჩეთი, თვალადი;
ხაშური - დიდი სატივე, ზემო ოსიაური
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით უპრეცენდენტო
ინტერნეტიზაციის პროექტი ხორციელდება.
საქართველოს მთელი ტერიტორია მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით იქნება
უზრუნველყოფილი.
ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება 2 მილიონამდე მოსახლისთვის. ასევე
სკოლებისთვის, ბიბლიოთეკებისთვის მუნიციპალიტეტებისა და
საავადმყოფოებისათვის.
ინფრასტრუქტურულ
სამუშაოებს ეკონომიკის სამინისტროს ქვესტრუქტურა ინოვაციებისა და
ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს.
სააგენტოს
ხელშეკრულება გერმანულ „დოიჩე ტელეკომის“ ჯგუფის წევრ კომპანია
„დეტეკონთან“ აქვს გაფორმებული.