საერთაშორისო კონკურსის ,,ახალი ტალღის" ფინალი, სადაც გორელი
მომღერალი გიორგი ნადიბაიძეც მიიღებს მონაწილეობას, სოჭში
გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი ნადიბაიძე ავრცელებს.
მისი თქმით, დიდი მღელვარებისა და კონკურენციის შემდეგ, , „ახალი
ტალღის“ (წარსულში ცნობილი იურმალა) ნახევარფინალი წარმატებით
გაირა.
,,მოვხვდი გრანდიოზულ ფინალში, რომელიც გაიმართება სოჭში და სადაც
საქართველოს სახელით მივიღებ მონაწილეობას" - აცხადებს გიორგი
ნადიბაიძე.
,,ახალი ტალღა" წლების განმავლობაში ლატვიის ქალაქ იურმალაში
იმართებოდა.
ერთი წლის წინ, კონკურსის ჩატარების ადგილი რუსეთის ქალაქ სოჭით
შეიცვალა, რაზეც საქართველოს მონაწილეობის მიღებაზე უარი ჰქონდა
ნათქვამი.