ახალი ამბები
ზნაურის რაიონში რუსმა მესაზღვრეებმა სამი ქართველი დააკავეს
პირობითი საზღვრის დარღვევის ფაქტზე რუსმა მესაზღვრეებმა ზნაურის რაიონის სოფელ ვახტანასთან სამი ქართველი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,სპუტნიკი" ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაკავებულები სოფელ კორბაულიდან და გორისადან არიან, რომელიც საჩხერის რაიონს ეკუთვნის.

ცხინვალის მხარის განცხადებით, დაკავებულ პირებს არანაირი დოკუმენტაცია გააჩნიათ.
Print