საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტებისა და ყველა
დაინტერესებული პირისთვის აცხადებს კონკურსს თემაზე: ,,საგაზეთო
სტატია ოჯახში ძალადობის შესახებ"
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს
პრესსამსახურიდან აცნობეს.
კოკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში -
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
ბრძოლაში” - ტარდება.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სტატია უნდა
წარადგინონ, არაუგვიანეს 2016 წლის 8 ივნისისა.
ელექტრონული ფოსტის მისამართია:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის
თემატიკაზე დაწერილი სტატიების შეფასების კრიტერიუმებია:
თემატიკასთან შესაბამისობა; ინფორმატიულობა; ლაკონურობა;
კრეატიულობა
კონკურსის შედეგად გამოვლენილი სამი გამარჯვებული ფასიანი პრიზებით
დაჯილდოვდება.
მთავარი პრიზი – ელექტრონული წიგნი - გადაეცემა პირველ ადგილზე გასული
სტატიის ავტორს. მეორე ადგილზე გასული სტატიის ავტორი დაჯილდოვდება
ფოტოკამერით, ხოლო, მესამე ადგილზე გასული სტატიის ავტორს გადაეცემა
კომპიტერული აქსესუარი. საუკეთესო სტატია გამოქვეყნდება სამ
ადგილობრივ რეიტინგულ გაზეთში.