ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწობში ვილისის მძღოლი
დააჯარიმეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს
ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს
შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო
ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ხე-ტყვის უკანონო ტრანსპორტირება იმაში გამოიხატა, რომ
სამართალდამრღვევს ხაშურის რაიონის სოფელ მიწობში ყოველგვარი
დოკუმენტაცის გარეშე რცხილის და წიფლის სახეობის საშეშე მერქანი
გადაჰქონდა.
გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესაბამისი
ოქმი შეადგინეს.