ახალი ამბები
ლამისყანაში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო
დღეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ლამისყანაში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო.

ამის ამსახველი ფოტო ლამისყანის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა გადაიღო.

,,გაზი ყველა სოფელში" - მთავრობის ამ პროგრამის განხორციელებას კასპის მუნიციპალიტეტის ამ ზონის სოფლებში გასული წლიდან დაიწყო.

საქართველოს ხელისუფლება შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ბუნებრივი აირის შეყვანას ბიუჯეტიდან აფინანსებს.
Print