ახალი ამბები
შს მინისტრი შიდა ქართლის პოლიციის ხელმძღვანელობას შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, გორში, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გასვლითი თათბირი ჩაატარა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მინისტრი დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა და რეგიონში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ანგარიში ჩაიბარა.

,,შს მინისტრმა, ადგილობრივ სამართალდამცველებთან ერთად, პრობლემური საკითხები, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და მათ ახალი დავალებები მისცა." - აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს, რათა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაიცვას.

დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში შს მინისტრმა სამართალდამცველებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
Print