ამ წუთებში ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურთან ,,თბილისი-ქუთაისის"
მიმართულებით მოძრავი ელექტრომატარებელი გაჩერებულია.
სამგზავრო მატარებლის ერთერთ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა.
მემანქანეების თქმით, უცნობია, როდის აღდგება მოძრაობა.
სავარაუდოდ, მატარებლის ძრავმა დატვირთვას ვერ გაუძლო და მწყობრიდან
გამოვიდა.
მგზავრების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.