,,ხინჩეგა, ჩემპიონ!" - რა ხდებოდა ოთხი წლის წინ გორში
13:29 / 20.08.2016
ლადო ხინჩეგაშვილს, ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, ჩემპიონად თვლიდნენ.
,,ხინჩეგა, ჩემპიონ" - მას გორში ამ შეძახილებით, ლონდონის 2012 წლის
ოლიმპიადიდან დაბრუნების დროს, დახვდნენ.
წინა ოლიმპიადიდან ხინჩეგაშვილი ვერცხლის მედლით დაბრუნდა. სპორტულ
სამყაროში თვლიდნენ, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ლონდონიდან
ოქროს ტოლფასი ვერცხლი წამოიღო.