კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ქარსაცავი ზოლის გაჩეხვის
მცდელობა აღკვეთეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა ადგილობრივ
მცხოვრებთ ხეების მოჭრა-გადაბელვის სამუშაოების შეჩერება
მოსთხოვეს.
თვითნებური ქმედების გამო მათ შესაბამისი აქტი დაუწერეს.
ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებულ სოფელში გვითხრეს,
რომ ხეები უკვე საკმაოდ მოზრდილებია, რის გამოც ქარიან ამინდში ტოტები
ცვივა.